ჩვენს შესახებ

About Villa Pantiani "ვილა პანტიანი" ეკოლოგიურად სუფთა, ფერწერულ გარემოში განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცეა კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისათვის. თბილისიდან 22 კმ-ით დაშორებული, ზღვის დონიდან 1200 მ. ნიშნულზე განთავსებული 3 ჰა. ტერიტორია, ხედით მცირე კავკასიონზე, ტყის მასიური ზოლით შემოფარგლულ სამხრეთის ფერდობს წარმოადგენს.
სივრცის მოწყობის ზოგადი კონცეფციიდან გამომდინარე განაშენიანება საშუალებას იძლევა, როგორც აქტიური, ასევე მყუდრო და განმარტოებული დასვენებისათვის.

ვილა პანტიანი

"ვილა პანტიანი" ეკოლოგიურად სუფთა, ფერწერულ გარემოში განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცეა კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისათვის. თბილისიდან 22 კმ-ით დაშორებული, ზღვის დონიდან 1200 მ. ნიშნულზე განთავსებული 3 ჰა. ტერიტორია, ხედით მცირე კავკასიონზე, ტყის მასიური ზოლით შემოფარგლულ სამხრეთის ფერდობს წარმოადგენს.
სივრცის მოწყობის ზოგადი კონცეფციიდან გამომდინარე განაშენიანება საშუალებას იძლევა, როგორც აქტიური, ასევე მყუდრო და განმარტოებული დასვენებისათვის.

ტერიტორიის ძირითადი ნაწილი 800-1000 კვ.მ. ფართობის ინდივიდუალურ ნაკვეთებს წარმოადგენს, რომლებზეც საგანგებოდ შერჩეული პროექტის მიხედვით ხორციელდება მშენებლობა. არქიტექტურული ქსოვილის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნაკვეთზე განლაგებული ყოველი ნაგებობა ინდივიდუალურია და მისი მშენებლობა პოტენციური მესაკუთრის სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით ხორციელდება.

კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში, რეკრიაციულ ზონაში განთავსებულია სპორტული მოედნები და ბავშვთა დასასვენებელ-გასართობი სივრცეები.

აქტიური დასვენების მოყვარულთათვის "ვილა პანტიანის"-ის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საცხენოსნო ტურისტული ბაზის მშენებლობა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ ცხენებზე ჯდომა და საცხენოსნო ტურების საშუალებით ლაშქრობებში მიიღონ მონაწილეობა.
კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სასტუმრო მოემსახურება სტუმრებს მთელი სისრულით შეიგრძნონ ამ მხარის სილამაზე.

"ვილა პანტიანი" ჩაფიქრებულია როგორც დედაქალაქთან ახლოს მდებარე, მუხნარში ჩაფლული პატარა სააგარაკო კომპლექსი, სასიამოვნო, მყუდრო და კომფორტული დასვენებისთვის.

უკვე დასრულებულია 3 სახლის მშენებლობა. 160 კვ.მ-200 კვ.მ-270 კვ.მ. შეგვიძლია დასრულებული ვარიანტების შემოთავაზება. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამშენებლო მასალების ხარისხს, მათ ეკოლოგიურ თვისებებსა და ენერგოდამზოგავ მონაცემებს.

შეიძინეთ განვადებით

ექსკლუზიური პირობები: 10 წლიანი იპოთეკა 8.5%